F.A.Q

რამდენი უნდა იყოს შეკვეთის ღირებულება, რომ სახლში მომიტანოთ?

შეკვეთის მინიმალური ღირებულებაა 20 ლარი.

როგორ შემიძლია გადავიხადო საიტზე?

საიტზე გადახდა ხორციელდება ვიზა და მასტერქარდ ბარათების მეშვეობით.

შეიძლება თუ არა ხელზე გადახდა ან თანხის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვა?

დიახ, შესაძლებელია. თუმცა ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე და წინასწარ შეათანხმოთ შეკვეთა ჩვენს ოპერატორთან.

არის თუ არა გადახდა უსაფრთხო?

დიახ, გადახდა ხორციელდება თიბისი ბანკის უსაფრთხო გადახდის სისტემის საშუალებით.თქვენი ბარათის მონაცემი არ ინახება ვებსაიტზე. გამორიცხულია თანხის დაკარგვა და თაღლითობის შემთხვევები.

მეჭრება თუ არა საკომისიო ბანკისგან?

არანაირი საკომისიო არ გეჭრებათ. ბანკის საკომისიოს იხდის Bigmarket.ge.

სად შემიძლია მივიღო პროდუქცია?

ამ ეტაპზე მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში. შემოგარენში იგულისხმება წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი.

რამდენ ხანში ხორციელდება მიწოდება და რამდენია საფასური?

მიწოდება ხორციელდება პრინციპით:

დღეს - 3.90 ლარი;

ხვალ - 2,20 ლარი;

ზეგ - უფასო;

თქვენს მიერ შერჩეულ დღეს კურიერი დაგიკავშირდებათ და კართან მოგაწვდით პროდუქტებს 18:00-დან 22:00-მდე; იმავე დღეს მიწოდება ხორციელდება მხოლოდ 18:00 საათამდე მიღებულ შეკვეთებზე.

არსებობს თუ არა პროდუქციის დაზიანების ან დაკარგვის ალბათობა?

პროდუქცია განთავსებულია სპეციალურად იზოლირებულ კონტეინერებში, რაც გამორიცხავს მათ დაზიანებას ტრანსპორტირების პროცესში. რაც შეეხება დაკარგვის ალბათობას, თუკი კურიერი თქვენს მიერ შერჩეულ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს არ მოგიტანთ, გარანტიას გაძლევთ, რომ იმ პროდუქტს იმავე დღეს ორმაგი რაოდენობით მოგაწვდით.

სად მდებარეობს თქვენი სუპერმარკეტი?

ჩვენი სუპერმარკეტი მდებარეობს მისამართზე bigmarket.ge :)

ვისგან იღებთ პროდუქციას?

პროდუქციას ვიღებთ უშუალოდ პროდუქტის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისგან.

მოწმდება თუ არა პროდუქციის ხარისხი?

პროდუქციის ხარისხი, ვადები და სხვა პირობები წინასწარ მოწმდება სპეციალისტების მიერ.

საყიდლების სია




საყიდლების სია ცარიელია

საყიდლების სია




საყიდლების სია ცარიელია