წესები და პირობები

გთხოვთ, BigMarket.ge-ს სერვისით ისარგებლოთ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესებისა და პირობების (შემდგომში - ხელშეკრულების პირობები) გაცნობის შემდეგ!!!

  

1. ზოგადი დებულებები

1.1. ეს ხელშკერულება თქვენთან შეთანხმებულად და დადებულად ითვლება BigMarket.ge-ზე თქვენი რეგისტრაციისთანავე;

1.2. BigMarket.ge-ზე შეკვეთის მინიმალური ღირებულებაა 20 ლარი;

1.3. თქვენს მიერ BigMarket.ge-ზე შემოსვლა და შეკვეთის განხორციელება გულისხმობს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და მზად ხართ შეასრულოთ ისინი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს შეძენა დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს გადაცილებული)  პირების მიერ. შეკვეთის დასრულებისას კურიერი მოითხოვს პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კურიერი არ ჩააბარებს პროდუქციას მომხმარებელს და თანხა უკან არ დაბრუნდება.

1.4. ვებ-გვერდი - http://bigmarket.ge/ წარმოადგენს შპს „დინაქტის“ (ს.ნ. 406185293) საკუთრებას;

1.5. BigMarket.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს შპს „დინაქტისა“ და მისი პარტნიორების ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლის თქვენს მიერ კომერციული მიზნით გამოყენება დაუშვებელია BigMarket.ge-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.


2. ტერმინთა განმარტება

2.1. BigMarket.ge, კომპანია, ჩვენ - ხელშეკრულებაში გამოყენებული ეს სიტყვები გულისხმობს შპს „დინაქტს“ (ს.ნ. 406185293);

2.2. მომხმარებელი, შემკვეთი, თქვენ - ხელშეკრულებაში გამოყენებული ეს სიტყვები გულისხმობს ჩვენი პროდუქციის ან/და სერვისის მიმღებ პირს;

2.3. პროდუქცია - ნებისმიერი პროდუქტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია BigMarket.ge-ის გამოყენებით ან გთავაზობთ უსასყიდლოდ რაიმე აქციის ფარგლებში;

2.4. სერვისი - ნებისმიერი მომსახურება, რომლის შეძენაც შესაძლებელია  BigMarket.ge-ის გამოყენებით ან გთავაზობთ უსასყიდლოდ რაიმე აქციის ფარგლებში;

2.5. თქვენი ნომერიBigMarket.ge-ზე რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი, რომელზედაც გინდათ რომ შეგეხმიანოთ ჩვენი კურიერი;

2.6. თქვენთვის სასურველი მისამართი - BigMarket.ge-ზე რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებული მისამართი თბილისის მასშტაბით, სადაც გსურთ შეძენილი პროდუქციის მიღება.


3. ხელშეკრულების საგანი

3.1. ხელშეკრულების საგანი არის BigMarket.ge-ზე განთავსებული პროდუქტები და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ მისამართზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც თქვენ დადგენილი წესით იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას;

3.2. BigMarket.ge-ზე რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი, ხოლო ამ ხელშეკრულების პირობები საჯარო.


4. შეკვეთის განხორციელების წესი

4.1. სასურველი პროდუქტის შესაკვეთად კომპიუტერის (ლეპტოპის, პლანშეტის) ან სმარტფონის გამოყენებით შედიხართ BigMarket.ge-ზე და ამატებთ მას ვირტუალურ საყიდლების სიაში;

4.2. პროდუქტების არჩევამდე, ან მათი არჩევის შემდეგ, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ამ ხელშეკრულების 4.3 ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

4.3. ვებ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულია ღილაკი „მოშინაურდი“, რომელიც გულისხმობს - BigMarket.ge-ზე მარტივ რეგისტრაციას;

4.4. რეგისტრაციისა და ყველა სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, საბარათე ანგარიშის მეშვეობით, ელექტრონულად იხდით შეკვეთის საფასურს.  


5. მიწოდების პირობები და საფასური

5.1. თუ გსურთ შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ შეკვეთის განხორციელების დღეს, საყიდლების სიის შედგენის შემდეგ მიწოდების დროდ აირჩიეთ „დღეს“. ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებათ თქვენს ნომერზე იმავე დღეს, თქვენ ეტყვით თქვენთვის სასურველ დროის ნებისმიერ მონაკვეთს 18:00-22:00 საათის შუალედში და შეკვეთას მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე. იმავე დღეს მიწოდების სერვისით სარგებლობის საფასურია 3.90 ლარი (გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთილი პროდუქციის იმავე დღეს მიწოდება ხორციელდება 13:00 საათამდე მიღებულ შეკვეთებზე);

5.2. თუ გსურთ შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ შეკვეთის განხორციელებიდან მე-2 დღეს, საყიდლების სიის შედგენის შემდეგ მიწოდების დროდ აირჩიეთ „ხვალ“. ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებათ თქვენს ნომერზე იმავე დღეს, თქვენ ეტყვით თქვენთვის სასურველ დროის ნებისმიერ მონაკვეთს 1800-22:00 საათის შუალედში და შეკვეთას მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.  მე-2 დღეს მიწოდების სერვისით სარგებლობის საფასურია 2,20 ლარი;

5.3. თუ გსურთ შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ შეკვეთის განხორციელებიდან მე-3 დღეს, საყიდლების სიის შედგენის შემდეგ მიწოდების დროდ აირჩიეთ „ზეგ“. ჩვენი კურიერი დაგიკავშირდებათ თქვენს ნომერზე იმავე დღეს, თქვენ ეტყვით თქვენთვის სასურველ დროის ნებისმიერ მონაკვეთს 18:00-22:00 საათის შუალედში და შეკვეთას მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზემე-3 დღეს მიწოდების სერვისით სარგებლობა უფასოა და შესაძლოა გავრცელდეს ფასდაკლების აქცია რომელიმე პროდუქტზე.


6. მომხმარებლის ვალდებულებები

წინამდებარე ხელშეკრულებით მომხმარებელი იღებს ვალდებულებას: 

6.1. მოგვაწოდოს შემდეგი ზუსტი და სანდო მონაცემები: 

ა) მომხმარებლის სახელი და გვარი;

ბ) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

გ) მისამართი (სადაც მოხდება შეძენილი პროდუქტების მიწოდება); 

დ) ტელეფონის ნომერი (სადაც დაუკავშირდება კურიერი შეძენილი პროდუქტების გადასაცემად).

6.2. არ გადასცეს თავისი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს (წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს არ ვაგებთ ასეთი საქციელით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე);

6.3. შეთანხმებულ დროსა და ადგილზე ჩაიბაროს შეძენილი პროდუქტები. 


7. კომპანიის ვალდებულებები

წინამდებარე ხელშეკრულებით კომპანია იღებს ვალდებულებას:

7.1. მიიღოს შეკვეთა ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით;

7.2. ამ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს შეთანხმებული პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის;

7.3. იმ შემთხვევაში, თუ საგაზაო მოძრაობის ან სხვა გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო შეთანხმებული მიტანის დრო შეიცვალა, დაუკავშირდეს მომხმარებელს (სატელეფონო ზარით ან SMS-შეტყობინებით) და შეუთანხმოს მიტანის ახალი დრო;

7.4. არ გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მესამე პირებს სასამართლოს დადგენილების გარეშე (იხ. უსაფრთხოების პოლიტიკა);

7.5. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ვერ ხერხდება რომელიმე პროდუქტის მიწოდება, უზრუნველყოს ამ პროდუქტის შესაძენად მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.


8. თანხის გადახდა

8.1. სასურველი პროდუქტის შეკვეთისა და შესაბამისი საფასურის გადახდისთანავე მომხმარებელი იძენს პროდუქტს და მისი ადგილზე მიტანის სერვისს;

8.2. გადახდისას გამოიყენება VISA და MASTERCARD-ის მიერ დადგენილი წესები და სტანდარტები.


9. პროდუქტის შეცვლა, უკან დაბრუნება, შეკვეთის გაუქმება

9.1. თუ მომხმარებლისთვის ჩაბარების დროს, ტრანსპორტირების ან სხვა გაუთვალისწინებლი შემთხვევის გამო პროდუქტი აღმოჩნდა დაზიანებული:

ა) BigMarket.ge ვალდებულია დაზიანებული პროდუქტი შეუცვალოს მომხმარებელს ახლით, შეკვეთის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) თუ დაზაიანებული პროდუქტის ახლით შეცვლა შეუძლებელია, BigMarket.ge ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს ამ პროდუქტში მის მიერ გადახდილი თანხა, შეკვეთის განხორციელებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში;

9.2. მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის უზუსტობის გამო, თუ შეკვეთის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ვერ მოხერხდა ამ მომხმარებელთან დაკავშირება, კომპანიის მიერ უქმდება შეკვეთა, ხოლო მომხმარებელს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.


10. დასკვნითი დებულებები

10.1. პროდუქიის ასორტიმენტისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გთხოვთ ნებისმიერი მოსაზრება გვაცნობოთ ელექტრონულ მისამართზე: contact@bigmarket.ge;
10.2. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი გარუკვევლობა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება ვერ შედგება, დავა გაგრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საყიდლების სია




საყიდლების სია ცარიელია

საყიდლების სია




საყიდლების სია ცარიელია