Dashboard Static Blocks Topbar
დაბრუნება / გადაცვლა
- პროდუქციის შეცვლის პირობები
1.1. პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ:
1.1.1 პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
1.1.2 შეკვეთის ფორმირების დროს ჰიპერმარკეტმა დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
1.1.3 შეკვეთიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გადაწყვიტეთ შეძენილი პროდუქციის გაცვლა სხვა მსგავს მოდელში. ამ დროს გთხოვთ ესტუმროთ უახლოეს ფილიალს და გააფორმოთ მისი გაცვლა სხვა პროდუქციაში.
1.1.4 მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, პროდუქტის შეცვლა შესაძლებელია მყიდველის მიერ შესაძლო პროდუქტის ღირებულების 10%-მდე ანაზღაურებით.
1.2. კომპანია შპს ბიგმარკეტი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
• პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
- პროდუქციის დაბრუნების პირობები
2.1. პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას ყიდვიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ:
2.1.1 არ არის დაზიანებული პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებელირებლო თვისებები, ბჟენები, ქარხნული იარლიყები და ა.შ.
2.1.2 პროდუქცია არ იყო გამოყენებული.
2.2. პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას; ასევე მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
2.3. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია შპს ბიგმარკეტის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.4. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა შპს ბიგმარკეტის ელ. ფოსტის მისამართზე: support@bigmarket.ge
2.5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).
2.6. კომპანია შპს ბიგმარკეტი, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელირებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
2.6.1 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
2.6.2 100% – იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
2.6.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
2.6.4. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.
2.6.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
2.6.6. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
2.6.7. შპს ბიგმარკეტი წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით 10.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მომხმარებელირებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, აუნაზღაურებს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2.6.8. წინამდებარე პოლიტიკის 10.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
2.7 შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
2.7.1. არ არის დაწყებული შეკვეთის დამუშავების და პროდუქციის შიდა გადაადგილების პროცესი.
2.7.2. პროდუქცია არ არის გასული საწყობიდან ანუ არ არის დაწყებული მომხმარებელთან ტრანსპორტირების პროცესი.
2.7.3. 2.7.1 და 2.7.2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მოხდეს ნაწილობრივ, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის გამოკლებით ან ანაზღაურების პირობით.
2.7.4. 2.7.3 პუნქტის პირობა არ ვრცელდება განვადებაზე, რადგან განვადების ნაწილობრივ გაუქმება შეუძლებელია.
2.7.5 კომპანიას უფლება აქვს არ გააუქმოს შეკვეთა, თუ არსებობს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დან სხვა გაუთვალისწინებელი საფუძველი.
- ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი
3.1. კომპანია შპს ბიგმარკეტი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
• პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
3.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.